სურ. 128. სასწორის თანავარსკვლავედის საინტერესო ობიექტები |
ბინოკლშიც კი შესანიშნავად მოჩანს, რომ მთავარ 2m,8 ცხელ, ცისფერ ვარსკვლავს დიდ მანძილზე (რკალის 5 მინუტი) 5,3 ვარსკვლავიერი სიდიდის მოყვითალო თანამგზავრი ჰყავს (სურათი 129). ორივე მნათობს მსგავსი საკუთარი მოძრაობები აქვთ, თუმცა მათ შორის არსებული უზარმაზარი მანძილი, ცოტა არ იყოს, საეჭვოს ხდის მათი ფიზიკური კავშირის არსებობას.
![]() |
სურ. 129. სასწორის თანავარსკვლავედის α ვარსკვლავი |
სასწორის δ ვარსკვლავი – კარგად შესწავლილი ბნელებადი ცვალებადია. მასზე საინტერესო დეტალებია ცნობილი: ზომის მიხედვით, ორივე კომპონენტი თითქმის ერთნაირია – რადიუსით 2,4 და 2,5 მლნ კმ შესაბამისად; მაგრამ მათ შორის მცირე – ცხელი, ცისფერი გიგანტია, რომელიც მზეზე 2,7-ჯერ უფრო მძიმეა, ხოლო დიდი მნათობი - კაპელას მსგავსი ყვითელი გიგანტია, რომელიც მზეს მასით მხოლოდ 1,2-ჯერ აღემატება. ვარსკვლავთა ცენტრებს შორის მანძილი მხოლოდ 8,6 მლნ კმ-ს შეადგენს, ხოლო გარემოქცევის პერიოდი 2,33 დღე-ღამეა. დედამიწელი დამკვირვებელი ხედავს, თუ როგორ სუსტდება სასწორის δ-ს ბრწყინვალება 4m,8-დან 5m,9-მდე, რადგან ყვითელი ვარსკვლავის ნათობა უფრო ნაკლებია, ვიდრე ცისფერისა. შეინიშნება ასევე მეორადი მინიმუმიც - დაახლოებით 0m,1 სიღრმით.
No comments:
Post a Comment