ალტაირი, ანუ არწივის α ცხელი, ცისფერი ვარსკვლავია, რომელიც ჩვენთან საკმაოდ ახლოს - 5 პს მანძილზე იმყოფება. ის ნათობით მხოლოდ 8-ჯერ, ხოლო დიამეტრით 2,2-ჯერ აღემატება მზეს. ახლოდან ის, ისეთი გიგანტების გვერდით, როგორიცაა დენები და ალტაირი, ფრიად უღიმღამო ვარსკვლავად მოგვეჩვენებოდა. სპექტრის მიხედვით, ჩვენსა და ალტაირს შორის მანძილი ყოველ წამს 26 კილომეტრით მცირდება. აი, სულ ეს არის, რაც ამ მნათობზე შეიძლება ითქვას.
ზუსტად
ალტაირის ქვემოთ, ჰორიზონტთან ახლოს, ვიპოვით კაშკაშა ცეფეიდს – არწივის η-ს. მისი
ცვალებადობა
ჯონ გუდრაიკის მეზობელმა და მეგობარმა, ედუარდ პიგოტმა
(1750-1807) აღმოაჩინა,
რომელიც ცვალებადი ვარსკვლავების შესანიშნავი მკვლევარი იყო. ეს აღმოჩენა 1783 წლის ბოლოს იქნა გაკეთებული, ანუ ცეფევსის δ-ს აღმოჩენამდე
ერთი წლით ადრე. ამ ლოგიკით, სამართლიანი იქნებოდა, რომ ამ ტიპის მნათობებისათვის
"არწივიდები"
გვეწოდებინა,
მაგრამ არსებული სახელწოდება უკვე დიდი ხანია, რაც დამკვიდრდა. ცვალებადი არწივის η ტიპიური ცეფეიდია 7,18 დღეღამის პერიოდით, რომლის განმავლობაშიც მისი ბრწყინვალება 3m,7-4m,4 ფარგლებში
მერყეობს.ფიქრობენ, რომ ეს არის ვარსკვლავიერი სისტემა, რომელიც 2, შესაძლოა 3 მნათობისაგან შედგება.
სურ. 164. არწივის η –ს ბრწყინვალების ცვალებადობა |
No comments:
Post a Comment