სურ. 136. "ბერენიკეს თმების" გალაქტიკური გროვა |
Tuesday, August 16, 2016
ბერენიკეს თმები
ვიდრე ბინოკლს ან ტელესკოპს გამოიყენებთ, ეს თანავარსკვლავედი ყურადღებით დაათვალიერეთ შეუიარაღებელი თვალით. (სურათი 134)
მის მარჯვენა ნახევარში არსებული სუსტი ვარსკვლავების ჯგუფი მფრინავი წეროების გუნდს მოგვაგონებს. კონონის მსგავსად, აქ მშვენიერი ნაწნავების "შემჩნევაც" არის შესაძლებელი, თუმცა, მძლავრი ტელესკოპები ამ წერტილში გალაქტიკების აურაცხელ რაოდენობას გვიჩვენებენ. (სურათი 135).
ეს სისტემა მცირეოდენ ჩამოუვარდება ქალწულის თანავარსკვლავედში არსებულ 2500-ან გროვას: აქ მხოლოდ 1000-მდე გალაქტიკაა. თუმცა, იქნებ ჩვენ აქ მანძილის გამო ვერ ვამჩნევთ სხვა სისტემებს - გროვამდე 25 მილიონი პარსეკია და ის 7400კმ/წმ სიჩქარით გვშორდება! (სურათი 136).
ამ გრანდიოზული სურათის შემდეგ, ყურადღება მივაპყროთ α ვარსკვლავს. ეს მეხუთე ვარსკვლავიერი სიდიდის მნათობია, რომლის გვერდითაც შეგვიძლია ვიპოვოთ სფერული ვარსკვლავიერი გროვა M53 (სურათი 137). მისი ინტეგრალური ბრწყინვალებაა 8m,7, ხილული განიკვეთი 16'. გროვა 100კმ/წმ სიჩქარით გვშორდება და ამ ეპოქისათვის 20 კპს მანძილზეა.
Subscribe to:
Post Comments (Atom)
No comments:
Post a Comment