ჰიდრას კიდურა γ ვარსკვლავის მარცხნივ ჰიდრას R, გიგანტური, ძალზე ცივი ვარსკვლავია, რომელსაც სპექტრში მკვეთრად ნათელი ემისიური ხაზები აქვს. თავისი ფიზიკური თვისებებით ძალიან ჰგავს ვეშაპის მირას. ჰიდრას R-ს ბრწყინვალების ცვლებადობის ამპლიტუდა ძალზე დიდია - 3m,5-10m,9 ფარგლებში. ერთი მაქსიმუმიდან მეორემდე 387 დღე გაივლის, თუმცა ის მაინც ტიპიური გრძელპერიოდიანი ვარსკვლავია და იმავე მიზეზებით "იცვლება", რაც ვეშაპის მირას მაგალითზეც განვიხილეთ (სურათი 143).
სურ. 143. ჰიდრას R ვარსკვლავის ბრწყინვალების ცვალებადობის მრუდი |
სურ. 144. პლანეტური ნისლეული NGC 3242 |
ამ ნისლეულს ზედმეტსახელად "იუპიტერის აჩრდილს" უწოდებენ, რადგან სამოყვარულო ტელესკოპში ის შეიძლება იუპიტერსა და მის თანამგზავრებში აგვერიოს.
No comments:
Post a Comment