Friday, August 19, 2016

გედი

სურ. 156. გედის თანავარსკვლავედის საინტერესო ობიექტები
   
    გედის თანავარსკვლავედში (სურათი 156), უპირველეს ყოვლისა, ყურადღებას იქცევს მთავარი მნათობიდენები. დედამიწის ვარსკვლავიერ ცაზე, ყველაზე კაშკაშა ვარსკვლავებს შორის, დენები ბრწყინვალებით მარტო რიგელს თუ ჩამოუვარდება. მხოლოდ 6000 მზე თუ შექმნიდა გამოსხივების ისეთივე ნაკადს, როგორსაც ერთი დენები აფრქვევს კოსმოსურ სივრცეში! ეს ცხელი და ძალზე შორეული (170 პს) ცისფერი გიგანტი მზეს დიამეტრით 35-ჯერ აღემატება, თუმცა ჩვენს ცაზე ის მხოლოდ 1m,3 ვარსკვლავია (სურათი 157).

სურ. 157. დენები
 
    დენებთან ახლოს, გედის ε- მიდამოებში, ცნობილი დიფუზური ნისლეული – "ჩრდილოეთ  ამერიკა" (NGC 7000) განთავსდება, რომელმაც თავისი სახელწოდება შესაბამის კონტინენტთან მსგავსების გამო მიიღო. ნისლეული ფოტოგრაფიულად მხოლოდ მძლავრ ტელესკოპებში მოჩანს. ის დენების მანძილზე იმყოფება და სწორედ მისი აღმგზნები ზეგავლენით ასხივებს. სამაგიეროდ, სავსებით შესაძლებელია დავაკვირდეთ ლამაზ და კაშკაშა გაფანტულ ვარსკვლავიერ გროვას M39 (სურათი 158). ეს ნისლეული გედის ρ- სიახლოვეს, ჩვენგან 260 პს მანძილზე განთავსდება. M39 მცირერიცხოვანია და მხოლოდ 25 ცხელ, თეთრ გიგანტურ მნათობს აერთიანებს.

სურ. 158. ნისლეული M39 გედის თანავარსკვლავედში

    ცაზე ნისლეულს მთვარის ხილული დისკისოდენა ფართობი უჭირავს, სინამდვილეში კი ამ ვარსკვლავიერი გროვის განიკვეთი 2,4 პს ტოლია. დენების გარდა, გედის თანავარსკვლავედში რამდენიმე საინტერესო ორჯერადი ვარსკვლავია. უპირველეს ყოვლისა, ეს არის გედის β ვარსკვლავი, რომელიც თანავარსკვლავედის "ჯვარის" ფუძეზე განთავსდება. მას საკუთარი სახელიც აქვსალბირეო (სურათი 159). როდესაც მისკენ ტელესკოპს მიმართავთ, დარწმუნდებით, რომ ალბირეო ერთერთი ულამაზესი ორჯერადი ვარსკვლავია. მთავარ 3m,2 ნარინჯისფერ მნათობს 34''6 მანძილზე 5m,4 თეთრი, ცხელი თანამგზავრი ჰყავს. მხედველობის ფიზიოლოგიური ეფექტების გამოისობით ალბირეო ტელესკოპში მოოქროსფრო-მოყვითალოა, ხოლო მისი თანამგზავრიცისფერია. კომპონენტებს შორის მნიშვნელოვანი მანძილის მიუხედავად ეს ფიზიკური წყვილია, გარემოქცევის ძალიან დიდი პერიოდით. ალბირეომდე 125 პს მანძილია.

 სურ. 159. ალბირეოს ვარსკვლავიერი სისტემა

    გედის δ ვარსკვლავი ("ჯვარის" მარჯვენა კიდე) ასევე ორჯერადია, თუმცა მისი "გაყოფა" გაცილებით უფრო რთულია. მთავარ 3m,4 ცისფერ გიგანტსა და 6m,4  თანამგზავრს შორის მანძილი მხოლოდ 2'',1 შეადგენს. ამ სისტემაში გარემოქცევის პერიოდი საკმაოდ საიმედოდაა განსაზღვრული და 537 წელს შეადგენს (სურათი 160).

 სურ. 160. გედის δ–ს ვარსკვლავიერი სისტემა
    
განსაკუთრებით საინტერესოა ორჯერადი ვარსკვლავიგედის 61. ეს ერთერთი პირველი ვარსკვლავია, რომლისთვისაც შესაძლებელი გახდა მანძილის განსაზღვრა. ეს ჯერ კიდევ 1837 წელს განახორციელა ბესელმა. მისი თანამედროვეების სიტყვებით რომ ვთქვათ: "სამყაროს სიღრმეში ზეასროლილი საზომი პირველად მისწვდა ფსკერს". მხოლოდ . ბესელის, . სტრუვესა და სხვათა თავდადებული შრომის შედეგად იქნა დამტკიცებული, რომ ვარსკვლავები სინამდვილეში შორეული მზეებია, რამაც ჯორდანო ბრუნოს ადრეულ მოსაზრებებს მეცნიერული საფუძველი შესძინა.

    გედის 61-ის შემადგენელი წყვილი დედამიწასთან საკმაოდ ახლოსმხლოდ 3,4 პს მანძილზე იმყოფება. მისი ორივე ნარინჯისფერი კომპონენტი K5 კლასის მნათობია, მაგრამ ერთი მათგანი თითქმის მთელი ვარსკვლავიერი სიდიდით აღემატება მეორეს
5m,4 და 6m,4. წყვილი ადვილად გაირჩევა სასკოლო ტელესკოპებში, ვინაიდან კომპონენტებს შორის კუთხური მანძილი   შეადგენს. ეს 82 .. მანძილს შეესაბამება, რაც მცირეოდენ აღემატება ჩვენი პლანეტური სისტემის განიკვეთს. სიმძიმის საერთო ცენტრის გარშემო ამ ორი მზის გარემოქცევის პერიოდი 720 წელიწადის ტოლია.

    ბოლო ხანებში გედის 61 (სურათი 161) მეცნიერთა განსაკუთრებული ყურადღების ქვეშაა: უფრო კაშკაშა А კომპონენტის ახლოს ძალიან პატარა მასის მქონე უხილავი თანამგზავრი იქნა აღმოჩენილი. ვარსკვლავის უსწორმასწორო მოძრაობიდან გამომდინარე, ამ თანამგზავრის არსებობა ამერიკელმა ასტრონომმა სტრანდმა ივარაუდაგამოქვეყნებული მონაცემების მიხედვით, A კომპონენტის ბნელ, უხილავ თანამგზავრს აქვს 2,3 .. ორბიტის დიდი ნახევარღერძი, ხოლო მასა მზის მასის 0,012 ნაწილს შეადგენს. ასეთი მასის სხეული კი არ შეიძლება ვარსკვლავი იყოს. შესაბამისად, ის თავისი ფიზიკური თვისებებით უფრო იუპიტერს უნდა ჰგავდეს, რომლის მასა, უნდა ითქვას, რომ მზის მასის თითქმის მეათასედია.

სურ. 161. გედის 61 –ის სისტემა
 
    გედის 61-ის გარდა, ასეთი თანამგზავრები კიდევ მთელი რიგი ვარსკვლავების ახლოს იქნა გამოვლენილი. შესაძლოა, ზოგ შემთხვევაში, რამდენიმე ასეთი თანამგზავრის ჯამურ ზემოქმედებას ჩვენ ერთ უზარმაზარ სხეულს მივაწერთ, რის გამოც არარეალურად დიდი მასების მქონე აღმგზნებ პლანეტებს წარმოვაჩენთ. თუკი ეს ასეა, მაშინ ბევრი ასეთი ვარსკვლავი, სინამდვილეში, მზის სისტემის გიგანტური პლანეტების მსგავსი, მრავალრიცხოვანი თანამგზავრებითაა გარშემორტყმული. ანუ, ჩვენ ვაღიარებთ, რომ სხვა ვარსკვლავთა პლანეტური სისტემები უკვე ხელმისაწვდომია უშუალო (თუმცა, მხოლოდ "გრავიტაციული") დაკვირვებებისათვის.

    გედის 61-ის სისტემაში არსებულ თანამგზავრზე შეიძლება ითქვას, რომ ეს მაინც რაღაცნაირი "ჩამქრალი" ან ძალზე მცირედ მანათობელი ვარსკვლავია, ვინაიდან მისი ორბიტა ძალზე გაწელილია და პლანეტებისას არ ემსგავსება; სამაგიეროდ, საკმაოდ ტიპიურია ორჯერადი ვარსკვლავებისათვის.

    გედის თანავარსკვლავედში ორი უჩვეულო ცვალებადი ვარსკვლავია. ერთერთ მათგანს, გრძელპერიოდიან ცვალებად გედის χ-, ჯერ კიდევ 1687 წელს მიაქცია ყურადღება გერმანელმა ასტრონომმა კირხმა. ბრწყინვალების მაქსიმუმში ის 2m,3 ვარსკვლავია და ნათობით მხოლოდ დენებსა და გედის γ- ჩამოუვარდება. სწორედ მაშინ იღებს გედის "ჯვარი" სრულყოფილ ფორმას, ვინაიდან გედის χ ზედ მის მთავარ "ღერძზე" განთავსდება. სამაგიეროდ, მინიმუმში ის შეუიარაღებელი თვალისათვის სრულიად ქრება და სასკოლო ტელესკოპშიც არ მოჩანს, ვინაიდან ასეთ დღეებში გედის χ 14m,3 სიდიდის ვარსკვლავად იქცევა. უზარმაზარი, მუქი წითელი ფერის გედის  χ ერთერთი ყველაზე უფრო ცივი ვარსკვლავია. მისი ზედაპირის ტემპერატურა მხოლოდ 1600˚К შეადგენს. გედის χ- ბრწყინვალების ცვალებადობის სრული პერიოდი თითქმის 407 დღეღამეს შეადგენს. თვალი შეავლეთ, მოჩანს თუ არა ამჟამად ეს საინტერესო ვარსკვლავი?

    "ჯვარის" იმავე "ღერძზე", გედის γ- ახლოს მოჩანს ძალზე თავისებური 6m მნათობი, გედის P. 1600 წელს, ცის ამ ადგილას, ასტრონომმა იანსონმა 3m უცნობი, კაშკაშა ვარსკვლავი შენიშნა. რამდენიმე წლის განმავლობაში მას მუდმივი ბრწყინვალება ჰქონდა, თუმცა შემდეგ დაიკლო და 1619-1623 წლებში მხოლოდ ტელესკოპში მოჩანდა. ამის შემდეგ მისი ბრწყინვალება არაწესიერად იცვლებოდა 5m და 6m შორის. სწორედ ასეთ მდგომარეობაშია ახლა ის "გაშეშებული" (სურათი 162).

 სურ. 162. გედის P-ს ბრწყინვალების ცვალებადობა

    გედის P- სპექტრი ცხელი ზეგიგანტებისათვისაა დამახასიათებელი, მაგრამ უამრავი განმასხვავებელი თავისებურება ახასიათებს. ზოგიერთი ჰიპოთეზით, გედის P- ტიპის ვარსკვლავები (ცნობილია რამდენიმე ათეული ასეთი ვარსკვლავი) "ჩამოუყალიბებელი" ახალი (ნოვა) ვარსკვლავებია. 1600 წლის აფეთქების შემდეგ გედის P პირველად მდგომარეობას არ დაბრუნებია (როგორც ტიპიური ახლებისთვისაა დამახასიათებელი), არამედშუალედურ სტადიაში "გაშეშდა". ძნელი სათქმელია, რა ელის ვარსკვლავს მომავალში, თუმცა, როგორც ჩანს, ანომალური ახალი ვარსკვლავები (ასე ეწოდებათ ოფიციალურად გედის P- ტიპის ვარსკვლავებს) არამდგრადი წონასწორობის მდგომარეობაში იმყოფებიან. ეს წონასწორობა ახალი აფეთქებით დაირღვევა თუ ბრწყინვალების ჩაქრობითამას მომავალი გვიჩვენებს.

No comments:

Post a Comment