მთელს
ვარსკვლავიერ
ცაზე ეს ყველაზე უფრო პატარა თანავარსკვლავედია (სურათი 173),
თუ არ ჩავთვლით საჭრისს სამხრეთ ნახევარსფეროზე.
ამ თანავარსკვლავედებში
მხოლოდ რამდენიმე ათეული ისეთი ვარსკვლავია გაერთიანებული, რომლებიც შეუიარაღებელი თვალით დაიკვირვება. თუმცა, კვიცის ამ პატარა თანავარსკვლავედშიც
კი არის ძალზე საინტერესო სამჯერადი ε ვარსკვლავი. მთავარი 5m ვარსკვლავიდან
დაახლოებით 11" მანძილზე 7m თანამგზავრი
განთავსდება.
მათგან უფრო კაშკაშა კომპონენტი, თავის მხრივ, მჭიდრო ორჯერადი ვარსკვლავია, რომელიც მხოლოდ მძლავრ ტელესკოპებში თუ გაიყოფა. ამ ვარსკვლავის ორბიტა ძალზე გაწელილია –
0,70 ექსცენტრისიტეტით,
ხოლო სიმძიმის საერთო ცენტრის გარშემო გარემოქცევა 101
დღის პერიოდით ხორციელდება (სურათი 174).
სურ. 174. კვიცის ε ვარსკვლავი |
No comments:
Post a Comment