ჩრდილოეთის გვირგვინის თანავარსკვლავედი ჰერკულესის თანავარსკვლავედის მარჯვენა "ხელ–ფეხსა" და მენახირის თანავარსკვლავედს შორის განთავსდება. შეუძლებელია მისი გვირგვინის მსგავსი მოხაზულობა რამეში აგვერიოს (სურათი 177). ეს თანავარსკვლავედი მდიდარია საინტერესო ობიექტებით.
ჩრდილოეთის გვირგვინის მთავარი α მნათობია უზარმაზარი ცხელი ცისფერი ვარსკვლავი – გემა (ალფეკა). დაწვრილებით შესწავლის შემდეგ, გემა ბნელებად-ცვალებადი და სპექტრულად ორჯერადი ვარსკვლავი აღმოჩნდა დაახლოებით 17 დღის პერიოდითა და 0m,1 ამპლიტუდით (სურათი 178).
ჩრდილოეთის გვირგვინის მთავარი α მნათობია უზარმაზარი ცხელი ცისფერი ვარსკვლავი – გემა (ალფეკა). დაწვრილებით შესწავლის შემდეგ, გემა ბნელებად-ცვალებადი და სპექტრულად ორჯერადი ვარსკვლავი აღმოჩნდა დაახლოებით 17 დღის პერიოდითა და 0m,1 ამპლიტუდით (სურათი 178).
სურ. 178. გემა ანუ ალფეკა – ჩრდილოეთის გვირგვინის თანავარსკვლავედის მთავარი α მნათობი |
ასევე
საინტერესოა
ორჯერადი ვარსკვლავი σ, რომელიც შეუიარაღებელი თვალით ძლივს გაირჩევა. ის ორი ვარსკვლავისაგან შედგება, რომლებიც ერთმანეთისაგან 6",6' მანძილზე იმყოფებიან. ამ სისტემაში
გარემოქცევა
ძალზე გაწელილ ორბიტაზე (ექსცენტრისისტეტი
0,78) ხდება,
1000 დღის
პერიოდით.
F8 კლასის
უფრო კაშკაშა კომპონენტი, თავის მხრივ, სპექტრულად ორჯერადი ვარსკვლავია სულ რაღაც 1,14 დღეღამის პერიოდით. ამგვარად, ჩრდილოეთის გვირგვინის პატარა ვარსკვლავი σ, უნდა ითქვას, საკმაოდ საინტერესო სამჯერად ვარსკვლავს წარმოადგენს (სურათი 179).
1946 წლის 9 თებერვალს, დილის 5 საათზე, ჩრდილოეთის
გვირგვინის
თანავარსკვლავედში
უცნობი ვარსკვლავი შენიშნეს. ის სიკაშკაშით გემასაც კი აღემატებოდა. ეს ვარსკვლავი სრულიად უცვლიდა იერსახეს თანავარსკვლავედის
ჩვეულ მოხაზულობას. მალე მთელმა მსოფლიომ შეიტყო ჩრდილოეთის გვირგვინში ახალი ვარსკვლავის აფეთქების შესახებ.სურ. 179. ჩრდილოეთის გვირგვინის σ ვარსკვლავის სისტემა ნიუტონის 150მმ რეფრაქტორში |
სიმართლე
ითქვას, ეს ვარსკვლავი მთლად ახალი არ იყო. ამ მოვლენამდე ზუსტად 80 წლით ადრე, 1866 წელს, მან უკვე განიცადა აფეთქება და მას მერე ვარსკვლავთა კატალოგებში Т ასოთი იყო აღნიშნული. ჩრდილოეთის გვირგვინის Т ვარსკვლავი, როგორც ახლა ჩვენთვის კარგადაა ცნობილი, ე.წ. ახლისმაგვარ ვარსკვლავებს მიეკუთვნება. შეიძლება ითქვას, რომ ეს მინიატურული ახალი ვარსკვლავებია. მათი აფეთქებები, ფიზიკური მახასიათებლების
მიხედვით,
მართლაც მოგვაგონებენ ჩვეულებრივი ახალი ვარსკვლავების აფეთქებებს, იმ განსხვავებით, რომ ახლისმაგვარ ვარსკვლავებს ბრწყინვალების ცვალებადობის ამპლიტუდა გაცილებით ნაკლები აქვთ: ახლებში ეს 12m –ს შეადგენს, ხოლო ახლისმაგვარებში
დაახლოებით 8m-ს.
ჯერ კიდევ 1934 წელს აღმოაჩინეს, რომ რაც უფრო ნაკლებია ცვალებადი ვარსკვლავების ბრწყინვალების მრუდის ცვალებადობის ამპლიტუდა, მით უფრო ხშირად ფეთქდება ვარსკვლავი და პირიქით. ტიპიური ახალი ვარსკვლავებისათვის,
რომელთა ბრწყინვალების ცვალებადობის ამპლიტუდა 12m ფარგლებში იცვლება, აფეთქებები საშუალოდ ყოველ 5000 წელიწადში უნდა განმეორდეს. აქედან გამომდინარე, გასაგებია, თუ რატომ არ იქნა აქამდე დაკვირვებული ერთი და იგივე ახალი ვარსკვლავის ორი და მეტი აფეთქება – ასტრონომიულ მეცნიერებათა ასაკი ამისათვის ძალზე მცირეა.
1866 წლისათვის არსებული ბრწყინვალების მრუდის მონაცემებზე დაყრდნობით მეცნიერებმა ივარაუდეს, რომ 8m,6 ამპლიტუდის
მქონე ჩრდილოეთის გვირგვინის Т-ს აფეთქებები ყოველ 80 წელიწადში ერთხელ უნდა ხდებოდეს. 2026 წლისათვის შესაძლებელი გახდება ამ ვარაუდის პრაქტიკული დადასტურების შეფასება.
აფეთქებებს
შორის ჩრდილოეთის გვირგვინის T-ს 11m ვარსკვლავის ბრწყინვალება და უჩვეულო სპექტრი აქვს: M3 და ცხელი B0 ვარსკვლავთა სპექტრების უჩვეულო ნარევი. როგორც ჩანს, დედამიწიდან 800
პს მანძილზე მყოფი ჩრდილოეთის გვირგვინის Т ორი მნათობის სისტემას წარმოადგენს; აქედან ერთერთი ცივი წითელი გიგანტია, ხოლო მეორე – ცხელი თეთრი ჯუჯა. როგორც ჩანს, სწორედ ეს უკანასკნელი უნდა იყოს ახლისმაგვარი ვარსკვლავი (სურათი 180).
ჩრდილოეთის
გვირგვინში
კიდევ ერთი ახლისმაგვარი ვარსკვლავია – R, რომელიც მნიშვნელოვანი თავისებურებებით
გამოირჩევა.
ჩრდილოეთის
გვირგვინის R-ს დროის უმეტეს შუალედში 6m სიდიდე აქვს და მისი ბრწყინვალება ძალზე მცირედ და უწესრიგოდ იცვლება. თუმცა, ზოგჯერ ვარსკვლავის ბრწყინვალება მკვეთრად სუსტდება რამდენიმე ვარსკვლავიერი სიდიდით (სურათი 181). ცნობილია შემთხვევები, როდესაც ჩრდილოეთის გვირგვინის R-ს ვარსკვლავიერი სიდიდე 10m და 15m-ც კი ყოფილა.
ბრწყინვალების
მინიმუმში
ყოფნის ხანგრძლივობა ვარსკვლავისათვის
რამდენიმე
თვიდან რამდენიმე წლამდე მერყეობს, რის შემდეგ ჩრდილოეთის გვირგვინის R კვლავ ჩვეულ სიკაშკაშეს უბრუნდება.
ბრწყინვალების
მრუდის მიხედვით თუ ვიმსჯელებთ, ჩრდილოეთის გვირგვინის R - ეს არის "ამობრუნებული"
ახალი ვარსკვლავი: ტიპიურ ახალ და ახლისმაგვარ ვარსკვლავებში დროდადრო შეინიშნება აფეთქებები, ხოლო ჩრდილოეთის გვირგვინის R-ს ტიპის მნათობებში პირიქით - ბრწყინვალების მრავალჯერადი კლება. თუმცა, მინიმუმში ამ ვარსკვლავებს მკვეთრი ემისიური ხაზების მქონე სპექტრები აქვთ, რაც საფუძველს იძლევა, რომ ისინი ახლისმაგვარი ვარსკვლავების ერთ ჯგუფს მივაკუთვნოთ.
ჩრდილოეთის
გვირგვინის R-ის ტიპის ვარსკვლავთა უჩვეულო ატმოსფეროები, ძირითადად, ნახშირბადის ატომებისაგან შედგება. სპექტრის მიხედვით თუ ვიმსჯელებთ, ზოგიერთი ამ ვარსკვლავთაგანი
ძალზე იშვიათ R სპექტრულ კლასს განეკუთვნება. სავსებით შესაძლებელია, რომ ჩრდილოეთის გვირგვინის R-ის ტიპის ვარსკვლავებში ბრწყინვალების კლება მათი ატმოსფეროების პერიოდული უჩვეულო ამღვრევითაა გამოწვეული. ასეა თუ ისე, ეს ვარსკვლავები იმდენად თავისებურია, რომ ასტრონომიის ნებისმიერი მოყვარული მოისურვებს, თვალი შეავლოს ჩრდილოეთის გვირგვინის R-ს და განსაზღვროს მოცემული მომენტისათვის მისი ბრწყინვალება.
No comments:
Post a Comment