Saturday, August 27, 2016

დელფინი და ისარი


დელფინი

სურ. 175. დელფინის და ისრის თანავარსკვლავედების საინტერესო ობიექტები

    მიმართეთ ტელესკოპი დელფინის γ-ზე. ეს ორჯერადი ვარსკვლავია, და მისი მთავარი კომპონენტი ზუსტად ჩვენი მზის მსგავსია. მთავარი 4m,5 მნათობიდან დაახლოებით  მანძილზე მოჩანს 5m,5 თანამგზავრი - ცოტა უფრო ცხელი, მომწვანო ფერის ვარსკვლავი (სურ. 176). ეს უდაოდ, ფიზიკური სისტემაა, თუმცა მათი გარემოქცევის პერიოდი ძალზე დიდია და, წინასწარი ვარაუდით, რამდენიმე ათას წელიწადს შეადგენს. და მაინც, ყურადღება მიაქციეთ მთავარ ყვითელ ვარსკვლავს: სავსებით შესაძლებელია, რომ მისი გარემომცველი პლანეტებიდან სწორედ ასე მოჩანს ჩვენი მშობლიური მზე, რადგანაც ის იმავე ვარსკვლავიერი კლასის მნათობია.

სურ. 176. დელფინის თანავარსკვლავედის γ ვარსკვლავი

ისარი
    ამ პატარა თანავარსკვლავედში დამკვირვებელს დააინტერესებს ცეფეიდიისრის
S. მისი ბრწყინვალება 8,38 დღე-ღამის განმავლობაში 5m,8-7m,0 ფარგლებში იცვლება და უკან (სურ. 175).

No comments:

Post a Comment