წარმოიდგინეთ, რომ მეძებარი ძაღლების α ვარსკვლავს თავის დროზე .. "კარლოს მეორის გული" ერქვა! დიახ, ინგლისის სწორედ იმ მეფის - კარლოს II-ის სახელი, რომელიც ყველანაირად ცდილობდა შური ეძია კრომველის მომხრეებზე მამამისის დასჯის გამო. ეს შურისმაძიებელი "გული" ცაში მონარქისტულად განწყობილმა ედმუნდ ჰალეიმ აამაღლა. მისი ინიციატივით, იმ დროის ვარსკვლავიერ რუკებზე გამოსახული იყო გულის შემამკობელი გვირგვინი, რომელიც პირდაპირ დიდი დათვის კუდის ქვეშ განთავსდებოდა.
ჰალეის გამოგონებას დიდხანს არ "უცოცხლია", თუმცა მის მიერ განდიდებული ვარსკვლავი ნამდვილად იმსახურებს ჩვენს ყურადღებას. ეს უეჭველად, ერთერთი ყველაზე უფრო შესანიშნავი ვარსკვლავია, რაც კი ოდესმე უნახავთ ასტრონომებს.
უპირველეს ყოვლისა, მეძებარი ძაღლების α - ულამაზესი ორჯერადი ვარსკვლავია; მთავარ ვარსკვლავს, 2m,9 ცხელ, ცისფერ გიგანტს, დაახლოებით 20'' მანძილზე მოყვითალო 5m,4 თანამგზავრი ჰყავს (სურათი 131). თითოეული ვარსკვლავი, თავის მხრივ, სპექტრულად ორჯერადია, რამდენიმე დღის პერიოდით. თუმცა, ყველაზე საინტერესო ის არის, რომ მეძებარი ძაღლების α – მაგნიტური ცვალებადი ვარსკვლავია.

სურ. 131. მეძებარი ძაღლების თანავარსკვლავედის α ვარსკვლავი |
სპექტრის დაწვრილებითი ანალიზის შედეგად, ამ ვარსკვლავს აღმოაჩნდა წარმოუდგენლად მძლავრი და თანაც ცვალებადი მაგნიტური ველი, რომლის დაძაბულობა -4000 +5000 გაუსის* ფარგლებში მერყეობს. შედარებისათვის გავიხსენოთ, რომ მზის მაგნიტური ველის დაძაბულობა 50 გაუსს არ აღემატება.
ასტრონომიის პოპულარულ წიგნებში, სადაც გალაქტიკებზეა საუბარი, ანდრომედას გალაქტიკასთან ერთად ხშირად შეხვდებით სხვა გალაქტიკის ფოტოსაც – მეძებარი ძაღლების ნისლეულს (სურათი 132). მესიეს კატალოგში ეს ეფექტური გალაქტიკა 51 ნომრად ირიცხება. უზარმაზარი სპირალი "სიბრტყით" მოჩანს, თვით მისი სტრუქტურაც კი ახდენს დინამიურ შთაბეჭდილებას. თუმცა, საოცარი ის არის, რომ გალაქტიკის ერთერთი ტოტის ბოლოზე კიდევ ერთი პატარა გალაქტიკაა, ანუ აღმოჩნდა, რომ აქ ფოტოსურათმა დააფიქსირა არა ერთი, არამედ საერთო ტოტით შეერთებული ორი გალაქტიკა. მას მერე აურაცხელი რაოდენობით აღმოაჩინეს ასეთი "გადაბმული" გალაქტიკები. ეს კი იმას გვიჩვენებს, რომ საქმე გვაქვს გალაქტიკათა ევოლუციის გარკვეულ კანონზომიერებასთან – გარკვეულ ეტაპთან (თუმცა, ეს ყველა გალაქტიკას არ ეხება).
სხვა ურთიერთმოქმედი გალაქტიკები ჩვენგან ძალიან შორსაა, ხოლო M51-ის ტელესკოპით დანახვა – სავსებით შესაძლებელია. იქამდე "მხოლოდ" 2500 კპს მანძილია, ხოლო მისი საერთო, ინტეგრალური ბრწყინვალება 8m,9 ტოლია. სიმართლე ითქვას, სამოყვარულო ტელესკოპებში სურათზე ასახული ყველა დეტალი როდი გამოჩნდება, თუმცა, ტელესკოპის ჭრილში 8 მილიონ წელზე მეტი ხნის წინათ გამოგზავნილი ვარსკვლავიერი შუქის დანახვა – ფრიად სასიამოვნო პროცესია.
მოდით, ამ გალაქტიკების სხვა საინტერესო დეტალებსაც შევეხოთ: დიდის დიამეტრი ხუთჯერ აღემატება ჩვენი მშობლიური გალაქტიკის დიამეტრს. ცაზე M51-ის ორივე გალაქტიკა დაახლოებით 14' განიკვეთის ნისლოვან ლაქად მოჩანს, რაც მთვარის ხილული დისკის დიამეტრზე ორჯერ უფრო მცირეა. ორმაგი M51 გალაქტიკა ჩვენგან 426 კმ/წმ სიჩქარით მიისწრაფის სივრცეში, რის გამოც უკვე ნაცნობ "წითელი წანაცვლების კანონს" გამოავლენს.
მეძებარ ძაღლებში არის შედარებით კაშკაშა 7m,2 სფერული გროვა M3 (სურათი 133). მისი ხილული განივკვეთია 22', ხოლო მანძილი 14 კპს შეადგენს. გროვის სპექტრში ხაზები იისფერი ბოლოსკენაა მიმართული, ანუ M3 გვიახლოვდება და საკმაოდ დიდი სიჩქარითაც – 150კმ/წმ.

სურ. 132. "ორმაგი" გალაქტიკა M51– "მორევი". (c) ალექსანდრე არტ-დვალი |

No comments:
Post a Comment