ფიალა
ქალწულის მოსაზღვრე ეს თანავარსკვლავედი ოცამდე თვალით დაკვირვებად ვარსკვლავს აერთიანებს, თუმცა განსაკუთრებით აღსანიშნავი ობიექტები აქ არ არის.
ყორანი
ყორანის თანავარსკვლავედის კონტური ოთხი δ, β, ε და γ ვარსკვლავით გამოისახება. მათ შორის პირველი δ უკაშკაშესია – 3m ორჯერადი. მისგან 24'' მანძილზე მოჩანს 8m წითელი თანამგზავრი ვარსკვლავი.
სურ. 146. ყორანის ორჯერადი δ ვარსკვლავი |
γ ვარსკვლავი 2m,6 ცხელი, თეთრი გიგანტია. ფიზიკური თვისებებით მას ძალზე წააგავს δ ვარსკვლავის მთავარი ვარსკვლავი. ორივე მნათობი ჩვენგან დაახლოებით 40 პს მანძილზე იმყოფება.
სექსტანტი
ამ 25 ვარსკვლავიან თანავარსკვლავედში მოყვარულებისთვის დიდად არაფერია საყურადღებო.
No comments:
Post a Comment