მელაკუდას თანავარსკვლავედი ცამრგვალის ფერმკრთალი ობიექტია, რომელიც ზაფხულის სამკუთხედის (ვეგა, დენები და ალტაირი) შუაში განთავსდება. თანავარსკვლავედის ყველაზე კაშკაშა მნათობია 4,44m სიდიდის α ვარსკვლავი. ის წითელი გიგანტია, რომელიც ჩვენგან 297 სინათლის წლითაა დაშორებული (სურათი 182).
1967 წელს ქემბრიჯის უნივერსიტეტის პროფესორმა ჯოსლინ ბელმა მელაკუდას თანავარსკვლავედში პირველი პულსარი, თანაბარი პერიოდულობით საშინლად სწრაფად მბრუნავი ნეიტრონული ვარსკვლავი – PSR B1919+21 აღმოაჩინა. თხუთმეტი წლის შემდეგ, პირველი პულსარიდან სულ რამდენიმე მინუტის დაშორებით, აღმოაჩინეს პირველი მილიწამების სიჩქარით მობზრიალე პულსარი – PSR B1937+21.
ისევე,
როგორც ისრის თანავარსკვლავედში,
მელაკუდას
თანავარსკვლავედშიც
არის შედარებით კაშკაშა ცეფეიდი T, რომლის ბრწყინვალება 5m,9-6m,8 ფარგლებში იცვლება 4,44 დღე-ღამის განმავლობაში. მელაკუდას T ცეფეიდის მოსაძებნად გავავლოთ წარმოსახვითი ხაზი გედის ζ ვარსკვლავსა და მელაკუდას 15 ვარსკვლავს შორის. აქ, შედარებით კაშკაშა 32 და 31 ვარსკვლავს შორის მელაკუდას T ცეფეიდი განთავსდება. (სურათი 183).
იშვიათია,
როდესაც პლანეტური ნისლეულები გარეგნულად პლანეტების დისკებს მოგვაგონებენ. მელაკუდას თანავარსკვლავედში
არსებული პლანეტური ნისლეული კი გამონაკლისია.
1967 წელს ქემბრიჯის უნივერსიტეტის პროფესორმა ჯოსლინ ბელმა მელაკუდას თანავარსკვლავედში პირველი პულსარი, თანაბარი პერიოდულობით საშინლად სწრაფად მბრუნავი ნეიტრონული ვარსკვლავი – PSR B1919+21 აღმოაჩინა. თხუთმეტი წლის შემდეგ, პირველი პულსარიდან სულ რამდენიმე მინუტის დაშორებით, აღმოაჩინეს პირველი მილიწამების სიჩქარით მობზრიალე პულსარი – PSR B1937+21.
სურ. 183. მელაკუდას თანავარსკვლავედის T ცეფეიდის ადგილმდებარეობა |
ამ
კაშკაშა, მსხვილ (ხილული ზომებით 8' х 4') პლანეტურ ნისლეულს ძალზე უჩვეულო ფორმა აქვს (სურათი 184). პირველად ის მესიემ შეამჩნია 1764 წელს და თავის კატალოგში 27 ნომრად შეიტანა. ბინოკლში ნისლეული საკმაოდ გარკვევით მოჩანს, ხოლო სასკოლო ტელესკოპებში მისი ფორმის გარჩევაც შეიძლება.
ისევე,
როგორც სხვა პლანეტური ნისლეულები, ეს ობიექტიც შიგნით მყოფი ძალზე ცხელი ვარსკვლავის ხარჯზე ანათებს, რომლის ზედაპირული ტემპერატურა 100
000° К
ფარგლებშია. გავიხსენოთ პლანეტური ნისლეული ქნარში, რომლის განათების მექანიზმი ნისლეულის ატომების ლუმინესცენციაში
გამოიხატება,
რაც მანათობელი ვარსკვლავის ულტრაიისფერი გამოსხივების გავლენის შედეგია.
მელაკუდაში
არსებული ნისლეული საკმაოდ შორეული ობიექტია, იქამდე 300 პს მანძილია. ამ მანძილის გათვალისწინებით
გამოდის, რომ ნისლეულის საშუალო განიკვეთი 240
000 ა. ე. უნდა იყოს.
როგორც
უკვე ვთქვით, პლანეტური ნისლეულების წარმოშობის მექანიზმები ჯერ კიდევ უცნობია, და ამ საკითხთან დაკავშირებით რამდენიმე ჰიპოთეზა არსებობს.
No comments:
Post a Comment