როგორც
უკვე აღვნიშნეთ, გველის თანავარსკვლავედი
ორი, ერთმანეთთან დაუკავშირებელი ნაწილისაგან შედგება. დასავლეთ ნაწილი – გველის თავია, ვინაიდან სწორედ ეს ნაწილია ასახული ვარსკვლავიერ რუკებზე, როგორც ქვეწარმავლის წინა ნახევარი; აღმოსავლეთის ნაწილი კი გველის კუდია (სურათი 190).
გველის
თანავარსკვლავედში,
უპირველეს
ყოვლისა, ყურადღებას იქცევს ორი ორჯერადი ვარსკვლავი. გველის თანავარსკვლავედში არის δ ვარსკვლავი, რომელიც სკოლის ტელესკოპში ორი ერთნაირი, 4m,2 და 5m,2 მოყვითალო მნათობების სახით წარმოგვიდგება, რომელთა შორის 4'' მანძილია. ეს ფიზიკური
წყვილია, თუმცა მათი გარემოქცევის პერიოდი მრავალი ასეული წლით განისაზღვრება (სურათი 191).
გველის კუდის თავზე კი ლამაზი ორჯერადი θ ვარსკვლავი განთავსდება. ორი 4m,5 და 5m მომწვანო ყვითელი ვარსკვლავი ერთმანეთისაგან 21'' მანძილზეა დაშორებული. საინტერესოა, რომ ისინი
გველის მომნუსხავ თვალებს მოგვაგონებენ. კომპონენტებს შორის უზარმაზარი მანძილია, თუმცა პარამეტრების ერთობლიობა მიუთითებს, რომ ეს ფიზიკური წყვილია (სურათი 192).
სურ. 192. გველის θ ვარსკვლავის სისტემა |
გველის მთავარი მნათობის ქვეშ ძალიან კაშკაშა სფერული ვარსკვლავიერი გროვა – M5 განთავსდება. ეს გროვა ბინოკლშიც კი კარგად მოჩანს, ხოლო სასკოლო ტელესკოპში ცალკეული ვარსკვლავებიც გაირჩევა. ფიზიკური თავისებურებებით
M5 ჩვენთვის
უკვე ნაცნობ M13-ს მოგვაგონებს. M5
დაახლოებით
60000 მნათობისაგან
შედგება და ჩვენგან 8,3 კპს მანძილზეა (სურათი 193).
გველის
თანავარსკვლავედში
არის ასევე კაშკაშა დიფუზური ნისლეული M16 (არწივის ნისლეული). ის სამხრეთით, გველის კუდთან იმყოფება და ცაზე
თითქმის მთვარის დისკისოდენა ფართობი უჭირავს. ნისლეულის ნათება მის შიგნით მყოფი O კლასის უცხელესი ვარსკვლავითაა გამოწვეული (სურათი 194).
სურ. 194.
დიფუზური ნისლეული M16 გველის თანავარსკვლავედში |
No comments:
Post a Comment