მოგესალმებით საქართველოს ასტრონომიის კლუბის ბლოგზე "კოსმოსი", რომელიც განკუთვნილია მოყვარული ასტრონომებისა და ასტროფოტოგრაფებისთვის. აქ თქვენ შეიტყობთ მნიშვნელოვან ინფორმაციას თანავარსკვლავედების, მნათობებისა და პლანეტების შესახებ. მოგაწვდით ინფორმაციას ასტრონომიულ დაკვირვებებზე, რომელთა წარმოება ყველა დაინტერესებულ ადამიანს შეუძლია. ბლოგში აღწერილია საინტერესო ციური ობიექტები, რომლებზე დაკვირვებაც არ მოითხოვს რაიმე განსაკუთრებულად ძვირი აპარატურის არსებობას – მათი დანახვა ჩვეულებრივი, სასკოლო პარამეტრების მქონე ბინოკლით ან ტელესკოპით არის შესაძლებელი, ხოლო ქალაქგარეთ მათი შემჩნევა შეუიარაღებელი თვალითაც კი შეიძლება.
ბლოგში აღწერილი ობიექტები საუკეთესოა დამწყები ასტროფოტოგრაფებისთვისაც, რადგანაც მათი ექსპოზიცია დიდ დროს არ საჭიროებს, სამაგიეროდ მათი ფოტოგრაფირება უდიდეს სიამოვნებას მოგანიჭებთ და შეგძენთ გამოცდილებას, რაც საშუალებას მოგცემთ მომავალში შესანიშნავი ასტრონომიული სურათები გადაიღოთ. ამისთვის გირჩევთ ეწვიოთ გვერდს https://www.facebook.com/groups/202970383388258/, სადაც ქართველი ასტროფოტოგრაფები გაგიზიარებენ თავიან გამოცდილებას და სადაც მათ არაჩვეულებრივ ნამუშევრებსაც იხილავთ.
შესანიშნავ საიტზე http://astronet.ge/, ქართულ ენაზე იპოვით კომპეტენტურ და სასარგებლო ინფორმაციას თქვენთვის საინტერესო ნებისმიერ ასტრონომიულ და ასტროფიზიკურ საკითხზე. განხილვებისთვის შემოგვიერთდით https://www.facebook.com/groups/GeoAstroClub/, გამოგვიგზავნეთ შეკითხვები, მიიღეთ მონაწილეობა ვიქტორინებსა და გამოკითხვებში, შეხვდით თანამოაზრეებს; არ გამოტოვოთ საჯარო ლექციები და დაკვირვების ღონისძიებები და გაწევრიანდით კლუბში ოფიციალურ გვერდზე https://www.facebook.com/GAC.ge/.
ველით თქვენს შენიშვნებს და წინადადებებს. ს ა ქ ა რ თ ვ ე ლ ო ს ა ს ტ რ ო კ ლ უ ბ ი გისურვებთ წარმატებას, კრიალა ცას და ვარსკვლავიერ ღამეებს.
საკითხებისთვის დასქროლეთ ქვემოთ :)
ReplyDelete