Thursday, September 1, 2016

მერწყული

    მერწყულის ζ ვარსკვლავი ჯერ კიდევ 1777 წელს იქნა ორ შემადგენელ კომპონენტად წარმოჩენილი. მას შემდეგ ამ სისტემაში აღმოჩენილი იქნა გარემოქცევის 361-წლიანი პერიოდი. ორივე კომპონენტი4m,4 და 4m,6 მოყვითალო ვარსკვლავებია, რომელთა შორის მანძილი 2'' შეადგენს. რა გასაკვირია, რომ სასკოლო ტელესკოპებისათვის ეს რთული ობიექტია (სურათი 200).

 სურ. 200. მერწყულის თანავარსკვლავედის საინტერესო ობიექტები

    სამაგიეროდ, მერწყულის თანავარსკვლავედის სხვა ობიექტი ნამდვილი ჯილდოა დამკვირვებლისათვის. ეს არის უნიკალური პლანეტური ნისლეული NGC 7293 ანუ ”ლოკოკინა”, რომელიც მერწყულის υ- სიახლოვეს განთავსდება. ეს არის დედამიწის ცის ყველაზე ყველაზე კაშკაშა და ყველაზე დიდი პლანეტური ნისლეული, რომელიც ჭეშმარიტად ამართლებს ამ ტიპის ობიექტების დასახელებას: ტელესკოპში ნათელი, ოდნავ შეჭყლეტილი დისკი მოჩანს. ნისლეულის ხილული ზომებია 15' x 12', ხოლო ჭეშმარიტი საშუალო განიკვეთი 300 000 .. ფარგლებშია (სურათი 201).

სურ. 201. პლანეტური ნისლეული NGC 7293 ”ლოკოკინა” მერწყულის თანავარსკვლავედში

    ამ თვალუწვდენელი ნისლეულის "სანთებელა" ყველაზე უჩვეულო და ყველაზე ცხელი მნათობია ვარსკვლავთა შორის, რომლის ზედაპირის ტემპერატურა 130 000°
ფარგლებშია! ჩვენ ამ ნისლეულს 180 პს გვაშორებს.
   
    მესიეს კატალოგში მე-2 ნომრად კაშკაშა სფერული გროვა ირიცხება - M2, რომელიც NGC 7293-ის მსგავსად, მერწყულის თანავარსკვლავედის ერთ-ერთ მთავარ ღირსშესანიშნაობას წარმოადგენს. ის ფრიად კაშკაშა და მსხვილია (17' ხილული განიკვეთი) და ძირითადად ცხელი ვარსკვლავებისაგან შედგება. მნათობთა რაოდენობის მიხედვით ჰერკულესის M13-საც კი აღემატება, თუმცა მისი 15,8 კპს დაშორების გამო ის ნაკლებად ეფექტურია (სურათი 202).

 სურ. 202. სფერული ვარსკვლავიერი გროვა - M2

No comments:

Post a Comment