...ზამთარია, 15 თებერვალი, ღამის 9 საათი. ცის სამხრეთ ნაწილში, ციური მერიდიანის ოდნავ მარცხნივ, ლეგენდარული მონადირის - ორიონის უზარმაზარი ფიგურა გამოირჩევა. მის სარტყელზე სამი ცხელი, თეთრი ვარსკვლავია "დამაგრებული" - ζ, ε და δ, ხოლო მარჯვენა მხარზე თვალისმომჭრელად ბრწყინავს მოწითალო ვარსკვლავი ბეთელგეიზე. ეს ვარსკვლავი α ასოთია აღნიშნული, თუმცა თანავარსკვლავედის უკაშკაშესი ვარსკვლავი რიგელია - ორიონის β, და არა ბეთელგეიზე (სურათი 75).
სურ. 75. ზამთრის ცის სამხრეთ ნაწილი. |
თუმცა, დიდი ძაღლის ყურადღება კურდღელს მიუქცევია, რომელიც ფხაჭაფხუჭით მიექანება ორიონის კოჭებიდან. ამ თანავარსკვლავედის 2m,6 მთავარი α ვარსკვლავი, რიგელთან და ორიონის χ-თან ერთად, თითქმის ტოლგვერდა სამკუთხედის წვერებს წარმოქმნიან.
სურ. 76. ზამთრის ცა უძველეს ვარსკვლავიერ რუკაზე. |
ასეთივე ხანდაზმულია ზამთრის ორი სხვა თანავარსკვლავედიც - ტყუპები და მეეტლე (სურათი 77). ტყუპების თანავარსკვლავედის α და β ვარსკვლავები (ისინი იოლად მოიძებნება ორიონის თანავარსკვლავედის მარცხნივ), სახელად - კასტორი და პოლუქსი, იმ მითიურ ტყუპებს აღნიშნავს, რომელთა მამა ყოვლისშემძლე ზევსი იყო, ხოლო დედა თავქარიანი მიწიერი ლამაზმანი, სახელად ლედა.
სურ. 77. ზამთრის თანავარსკვლავედების თანამედროვე მოხაზულობანი (წითლად - თანავარსკვლავედების სახელები). |
ზამთრის თანავარსკვლავედებს შორის მხოლოდ ორი არ აღინიშნება კაშკაშა ვარსკვლავით: ორიონის მარჯვნივ - ერიდანუსის თანავარსკვლავედია, რომელიც იმ მითიურ მდინარეს ასახავს, სადაც ფაეტონი ჩაიძირა - მზის ღმერთის უბედური ვაჟი, რომელიც მამისადმი ურჩობის გამო სასტიკად დაისაჯა. ეს "მდინარე" ჰორიზონტის ქვემოთ "ჩაედინება" და ცამრგვალის სამხრეთ ნახევარსფეროს ვარსკვლავზე - კაშკაშა აქერნარზე მთავრდება (ჩვენგან უხილავია).
ორიონისგან მარცხნივ, ერთადერთი "ახალგაზრდა" ზამთრის თანავარსკვლავედია - მარტორქა. იგი ვარსკვლავიერ რუკებზე უკვე ტელესკოპის გამოგონების შემდეგ, 1624 წელს გამოჩნდა და მითიურ ცხოველს ასახავს. ეს საცოდავი ცხოველი ცხენისა და მარტორქის თავისებური ჰიბრიდია, რომლის შესახებაც შუა საუკუნეების ეპოქაში ათასგვარ მონაჩმახს გაიგონებდით.
ერიდანუსისა და მარტორქას გარდა, ზამთრის ყველა დანარჩენი თანავარსკვლავედი იოლად შეგვიძლია ვიპოვოთ მათი მთავარი, უკაშკაშესი მნათობების მეშვეობით.
No comments:
Post a Comment