Thursday, March 2, 2017

თევზები

    ამ თანავარსკვლავედის α ვარსკვლავი იმავდროულად, მისი მთავარი ღირსებაცაა (სურათი 241). ბინოკლში კარგად ჩანს, რომ თევზების α ცისფერი ცხელი ვარსკვლავია, ზედაპირის ტემპერატურით 10 000º და ბრწყინვალებით 4m,3. მთავარი ვარსკვლავიდან 2",65  მანძილზე თანამგზავრი იმყოფება – ისეთივე ცხელი, მხოლოდ, შედარებით უფრო მცირე ზომების 5m,2 ვარსკვლავი. დიდ რეფრაქტორში ამ წყვილის გაცალკევება ძალზე რთულია, თუმცა საუკეთესო პირობების დამთხვევისას დაკვირვება მაინც ხდება ხოლმე შესაძლებელი.

სურ. 241. თევზების თანავარსკვლავედის საინტერესო ობიექტები

    თევზების α – ფიზიკური წყვილია, ამასთან, ვარსკვლავების გარემოქცევის პერიოდი სიმძიმის საერთო ცენტრის მიმართ 720 წელიწადს უდრის. სპექტრული ანალიზის მეშვეობით დამტკიცებულია, რომ თითოეული კომპონენტი, თავის მხრივ, სპექტრულად ორჯერადია. აქ ჩვენ ისევ ვხვდებით ოთხჯერად ვარსკვლავს: ფიზიკურად დაკავშირებული ოთხი მზე წყვილწყვილად სრბოლავს მათემატიკური წერტილის გარშემო, რომელიც ამ სისტემის სიმძიმის ცენტრს წარმოადგენს! და ამ შორეულ ოთხჯერად სისტემაში (40 პარსეკი) ციური მექანიკის იგივე კანონები მოქმედებენ, რაც ჩვენი მზის სისტემაში (სურათი 242).
სურ. 242. თევზების α–ს ვარსკვლავიერი სისტემა (6"f/8 ნიუტონის რეფლექტორში)

No comments:

Post a Comment