მაინც, რა სახის ობიექტებთან მოგვიწევს შეხება დაკვირვებების წარმოების დროს?
უპირველეს ყოვლისა, ეს - ვარსკვლავებია. მათი სპექტრების შესწავლა გვიჩვენებს, რომ ამ ციური სხეულების ბუნება მზის მსგავსია. ვარსკვლავები განსხვავდებიან ერთმანეთისაგან ზომებით, სიმკვრივით, ფერითა და ტემპერატურით. ვარსკვლავების ქიმიური შედგენილობა ძირითადად მსგავსია, თუმცა სხვადასხვა ვარსკვლავში ამა თუ იმ ნივთიერების პროცენტული შემცველობა შეიძლება სხვადასხვა იყოს. ვარსკვლავებში წყალბადი და ჰელიუმი ჭარბობს, ხოლო სხვა ქიმიური ელემენტების პროცენტული შემცველობა მათში მცირეა.
ვარსკვლავთა სპექტრები დიდძალი მრავალფეროვნებით გამოირჩევა. თუმცა, ამის მიზეზი ვარსკვლავთა ქიმიური შემადგენლობა კი არა, მნიშვნელოვანი ტემპერატურული განსხვავებებია.
ვარსკვლავებზე დაკვირვების დროს შეიძლება შევნიშნოთ, რომ ისინი შეფერილობით განსხვავდებიან (სურ. 2): ზოგიერთი თეთრია ან მოცისფრო, სხვები მოყვითალო ან მოწითალოც კი. ვარსკვლავების შეფერილობათა განსხვავებულობა ტემპერატურას უკავშირდება. ყველაზე ცხელი თეთრი და ცისფერი მათი ზედაპირის ტემპერატურა 10 000 °K - 30 000 °K ფარგლებში მერყეობს.
![]() |
სურ. 3. ვარსკვლავები შეფერილობით განსხვავდებიან. ვარსკვლავთა დაჯგუფება მშვილდოსნის თანავარსკვლავედში. კოსმოსური ტელესკოპი ”Hubble”. |
სიმართლე რომ ვთქვათ, ცისფერი ვარსკვლავები ბუნებაში არ არსებობს. არის მხოლოდ მოთეთრო-მოცისფრო შეფერილობის მნათობები. ზოგიერთი ვარსკვლავის ინტენსიური ცისფერი შეფერილობა ჩვენი მხედველობის სუბიექტურ თავისებურებათა შედეგია.
No comments:
Post a Comment