ვერძის თანავარსკვლავედისათვის დამახასიათებელია α, β და γ ვარსკვლავთა სამეული, რომლებიც გარემომცველ, კაშკაშა ვარსკვლავებით ღარიბ ფონზე აშკარად გამოიკეთებიან. γ ფიზიკურად ორჯერადი ვარსკვლავია. ორივე წევრი ერთმანეთის მსგავსია: ცხელი, მოცისფრო-მოთეთრო ვარსკვლავები, ზედაპირის ტემპერატურით 11 000º. კუთხური მანძილი მათ შორის 8" შეადგენს, ამიტომ ეს წყვილი სკოლის ტელესკოპებისთვისაც კი იოლად გასარჩევი ობიექტია.
საინტერესოა, რომ ვერძის γ ტელესკოპით აღმოჩენილი პირველი ორჯერადი ვარსკვლავია. მისი ორჯერადობა ჯერ კიდევ 1664 წელს აღმოაჩინა სახელგანთქმულმა ფიზიკოსმა რობერტ ჰუკმა. ამასთან დაკავშირებით, არსებობს საინტერესო ჩანაწერები: "შევამჩნიე, რომ ის ორი პატარა ვარსკვლავისაგან შედგებოდა, რომლებიც ერთმანეთთან ძალზე ახლოს იყვნენ. მსგავსი მოვლენა მთელს ცაზე არასოდეს შემინიშნავს" (სურათი 236).
სურ. 236. ვერძის γ ორჯერადი ვარსკვლავის სისტემა. 10"დობსონი, Х92 |
ასევე საინტერესოა ორჯერადი ვარსკვლავი – ვერძის λ, რომელიც 38"-თ დაშორებული
5m და 8m ვარსკვლავებისაგან შედგება (სურათი 237). 1781 წლიდან მოყოლებული, როდესაც ამ ვარსკვლავების ურთიერთგანლაგება პირველად შეიცვალა, ისინი უძრავად არიან გაშეშებული ერთმანეთის მიმართ. თუმცა, ორივე ვარსკვლავი სივრცეში ერთი მიმართულებითა და ერთნაირი სიჩქარით მიფრინავს, რაც უბრალო დამთხვევა არ უნდა იყოს. ასეთ შემთხვევებში ითვლება, რომ ორბიტული მოძრაობა გარემოქცევის კოლოსალური ხანგრძლივობის გამოა შეუმჩნეველი.
სურ. 237. ვერძის λ ორჯერადი ვარსკვლავის სისტემა. 10"დობსონი, Х92 |
No comments:
Post a Comment