ვიდრე ბინოკლს ან ტელესკოპს გამოიყენებთ, ეს თანავარსკვლავედი ყურადღებით დაათვალიერეთ შეუიარაღებელი თვალით. (სურათი 134)
|
სურ. 134. თანავარსკვლავედი "ბერენიკეს თმები" ღამის ცაზე |
მის მარჯვენა ნახევარში არსებული სუსტი ვარსკვლავების ჯგუფი მფრინავი წეროების გუნდს მოგვაგონებს. კონონის მსგავსად, აქ მშვენიერი ნაწნავების "შემჩნევაც" არის შესაძლებელი, თუმცა, მძლავრი ტელესკოპები ამ წერტილში გალაქტიკების აურაცხელ რაოდენობას გვიჩვენებენ. (სურათი 135).
|
სურ. 135. ბერენიკეს თმების თანავარსკვლავედის საინტერესო ობიექტები |
ეს სისტემა მცირეოდენ ჩამოუვარდება ქალწულის თანავარსკვლავედში არსებულ 2500-ან გროვას: აქ მხოლოდ 1000-მდე გალაქტიკაა. თუმცა, იქნებ ჩვენ აქ მანძილის გამო ვერ ვამჩნევთ სხვა სისტემებს - გროვამდე 25 მილიონი პარსეკია და ის 7400კმ/წმ სიჩქარით გვშორდება! (სურათი 136).
|
სურ. 136. "ბერენიკეს თმების" გალაქტიკური გროვა |
ამ გრანდიოზული სურათის შემდეგ, ყურადღება მივაპყროთ
α ვარსკვლავს. ეს მეხუთე ვარსკვლავიერი სიდიდის მნათობია, რომლის გვერდითაც შეგვიძლია ვიპოვოთ სფერული ვარსკვლავიერი გროვა M53 (სურათი 137). მისი ინტეგრალური ბრწყინვალებაა
8m,7, ხილული განიკვეთი 16
'. გროვა 100კმ/წმ სიჩქარით გვშორდება და ამ ეპოქისათვის 20 კპს მანძილზეა.
|
სურ. 137. ვარსკვლავიერი გროვა M53, იგივე NGC 5024 |
No comments:
Post a Comment